ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მეწყერი მეორედ ჩამოწვა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა.
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადები და მძიმე ტექნიკა. გზის გაწმენდით სამუშაოებს „ზიმო – 7“ ახორციელებს.
ადგილზე იმყოფება აჭარის საავტომობილო გზების სამსახურის უფროსი ირაკლი მაჩალაძე, მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები.
წყარო: “1tv”