ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალშობილს ყელის არეში, სავარაუდოდ, ძაფი ჰქონდა მოჭერილი.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.