ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში 23 წლის გოგომ თვითმკვლელობა სცადა.
როგორც შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გოგონამ დაზიანებები მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიიყენა და ის ამჟამად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა.