ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მამალაძის ადვოკატი: “დღეს დეკანოზს სასულიერო პირები მოინახულებენ”

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის ინფორმაციით, დღეს დეკანოზ მამალაძესთან სასულიერო პირები აპირებდნენ შესვლას.

როგორც მიხეილ რამიშვილმა “მეტრონომს” განუცხადა, მისი ინფორმაციით, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა და მეუფე გრიგოლმა უნდა მოინახულონ დაკავებული.

“ციანიდის საქმეზე” ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლეთა პალატამ- ნათია ბარბაქაძის, მურმან ისაევის და მანუჩარ კაპანაძის შემადგენლობით- განაჩენი დღეს, 13 თებერვალს გამოაცხადა. მათ ძალაში დატოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

იტვირთბა....