ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაბუნია: ” ბორჯომმა პრობლემები თავად უნდა მოაგვაროს”

ანაკლიაში საქართველოს პარლამენტის რეგიონული თვითმართველობის კომიტეტის პირველი გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომაზე საუბარი შეეხო, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებებსა და პრობლემების გადაჭრის მექანიზმებს.

გასვლითი ფორმატი მნიშვნელოვანია რეგიონისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან დიალოგისთვისა და კომუნიკაციისთვის განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ.

გაბუნია კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ბორჯომში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს და აღნიშნა, რომ  ბორჯომმა პრობლემების გადაჭრა თავად უნდა მოახერხოს და ეს მიიღწევა მხოლოდ დიალოგის გზით.

“ეს არის პრობლემა და პრაქტიკულად პარალიზების წინაპირობა, რასაც ბუნებრივია არ მივესალმებით, რაც შეეხება მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ეს განცხადებები აზიანებს შესაძლებლობას იმისას, რომ მეორე ჯგუფთან გამონახონ კონსესუსი, იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ ბორჯომის საკრებულოს საკითხი, არავის დაავიწყდეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ თვითმმართველობაზე, სადაც არსებობს ძალიან მკაფიოდ გაწერილი ინსტიტუციური, ჩარჩო- მექანიზმები,”-განაცხადა გაბუნიამ.

იტვირთბა....