ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რუსთავში გაზით 3 ადამიანი მოიწამლა

რუსთავში 3 ადამიანი ბუნებრივი აირით მოიწამლა. როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო მოწამლულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“რუსთვში, 19-ე მიკრორაიონში, 3 ადამიანი ბუნებრივი აირით მოიწამლა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით 240 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქციის ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს”, – განაცხადეს შსს-ში.

იტვირთბა....