მესტიაში აქცია მიმდინარეობს. სეტის მოედანზე, ამ დროისთვის დაახლოებით 200 ადამიანია. შეკრებილები ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ჰესების მშენებლობა საფრთხეს უქმნის სვანეთის მოსახლეობას.
დღევანდელ აქციას შეუერთდნენ ეკოლოგიურ თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე კახეთის რეგიონის წარმომადგენლები.