დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, დედის დღესთან დაკავშირებით, მსურველებს სნოში, პატრიარქის დედის საფლავის მონახულებას სთავაზობს. ამის შესახებ დეპუტატი ინფორმაციას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
ქუცნაშვილის თქმით, ამ ინიციატივაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
„12:00 საათზე ნებისმიერ ადამიანს ვიწვევთ სოფელ სნოში, რომ ერთად მივაგოთ პატივი თანამედროვეობის ყველაზე დიდი ქართველის, მისი უწმინდესობის დედის ხსოვნას. შემოგვიერთდებიან ადგილობრივი მოხევეებიც და მეუფე იაგუდიელი პარაკლისს გადაიხდის“ – აცხადებს ქუცნაშვილი.