სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს სირიაში გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის დარღვევაში ადანაშაულებს.
გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის გამოცხადების შესახებ რეზოლუცია 24 თებერვალს მიიღო, თუმცა შეთანხმება მიღებიდან რამდენიმე საათში დაირღვა.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა სირიაში ჰუმანიტარული პაუზის ამოქმედების განკარგულება გასცა. რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფაზე ვლადიმერ პუტინმა, ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა იმსჯელეს.
ჩრდილოეთ კორეა სირიისთვის ქიმიური იარაღის წარმოებაში დახმარებისთვის გაერომაც დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ ღუტა ერთ-ერთი ბოლო ტერიტორიაა, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. ქალაქი 4 წელზე მეტია ალყაში იმყოფება. ამ რეგიონში 400 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.

