ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსაცდელის გარდა, სხვაგან გაჩერებისთვის 100 ლარით დაჯარიმდება

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, რომლებიც მგზავრებს ავტობუსის გაჩერებების გარდა სხვა ადგილებზე გაუჩერებენ, პირველ ჯერზე 100 ლარით, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში 300 ლარით დაჯარიმდებიან.

1-ელი მარტიდან ამოქმედებული ახალი წესის თანახმად, 14 ქუჩაზე მეორე დღეა სპეციალური ჯგუფები მონიტორინგს ახორციელებენ. ისინი მგზავრებს არსებულ სიახლეს აცნობენ და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს ჯარიმების შესახებ აფრთხილებენ.

1-ელი მარტიდან თბილისში ახალი წესი ამოქმედდა, რომლის თანახმადაც მიკროავტობუსები 14 ქუჩაზე მხოლოდ ავტობუსების გაჩერებაზე გააჩერებენ.

ეს ქუჩებია: მერაბ კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, შოთა რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, პეკინის ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ჯორჯ ბუშის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი.

იტვირთბა....