ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ხუხაშვილი: “მოსალოდნელი იყო, რომ ტატუნაშვილის საქმეში საპატრიარქო ჩაერეოდა”

საპატრიარქო არის ის ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია, ჰუმანიტარული მიზნით, რაღაც ტიპის კომუნიკაციის აწყობა შეუძლიათ, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი არჩილ ტატუნაშვილის საქმეში საპატრიარქოს ინიციატივას.

“მოსალოდნელი იყო, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საქმეში საპატრიარქო ჩაერეოდა. 2008 წელსაც პატრიარქის ძლისხმევით მოხდა ჩვენი მიცვალებულების გადმოსვენება. საპატრიარქო არის ის ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია, ჰუმანიტარული მიზნით, რაღაც ტიპის კომუნიკაციის აწყობა შეუძლიათ”, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიარქი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხში რუსეთის პატრიარქს წერილს გაუგზავნის და დახმარებას თხოვს.

იტვირთბა....