aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ხუხაშვილი: “შეიძლება, ახალგორში შურისძიების აქტის მოლოდინი გაუჩნდათ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ახალგორში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შეიძლება, უკავშრდებოდეს იმას, რომ სოციალურ ქსელსა და სხვადასხვა ადამიანის რიტორიკაში შურისძების ნოტები ისმოდა, – აცხადებს “მეტრონომთან” საუბრისას ექსპერტი პოლიტიკის საკითხებშ გია ხუხაშვილი.

“ახალგორში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შეიძლება, უკავშრდებოდეს იმას, რომ სოციალურ ქსელსა და სხვადასხვა ადამიანის რიტორიკაში შურისძების ნოტები ისმოდა. შეიძლება, ამან შეიძლება ოსური მხარე შეაშინა და ეძებენ “დივერსიულ ჯგუფს”. ალბათ, ეს ავტომანქანების ჩხრეკა პროფილაქტიკურია, რადგან ტატუნაშვილის ტრაგედიასთნ დაკავშირებით, შეიძლება გაუჩნდათ მოლოდინი, რომ არა სახელმწიფოს დონეზე, არამედ პირად დონეზე შურისძიების აქტის მოლოდინი გაუჩნდათ”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ახალგორში მობილიზებულია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების სპეცრაზმები – ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ოკუპირებული ახალგორიდან აცნობა ორმა წყარომ.

მათი ინფორმაციით, განსაკუთრებით აქტიურობს ე.წ. ომონი, რომელიც დაბაში ცხინვალიდან ჩაიყვანეს. წყაროების ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლები ჩხრეკენ ახალგორში შემსვლელ და გამომსვლელ ავტომანქანებს და ადგილობრივ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ საგანგებო მდგომარეობა უკავშირდება რუსეთის პრეზიდენტის მოახლოებულ არჩევნებს და მოსალოდნელ პროვოკაციებს. რადიო თავისუფლების წყაროების ცნობითვე, ოკუპირებული ახალგორის გამგებელმა, ფილიპ ხაჩიროვმა დაბის მოსახლეობა შეკრიბა და მიტინგი გამართა. ხაჩიროვმა ახალგორელებს მოუწოდა, პროვოკაციის რისკის გამო სიფრთხილე გამოიჩინონ.

მან ასევე განაცხადა, რომ არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია არჩილ ტატუნაშვილთან და მის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს. 26 თებერვალს, სამოქალაქო მოძრაობის, „ძალა ერთობაშია“ ხელმძღვანელმა, დავით ქაცარავამ განაცხადა, რომ ფილიპ ხაჩიროვია არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის დამკვეთი.

იტვირთბა....