ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აგარის შაქრის” თანამშრომლები ხვალ აქციას მართავენ

პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ხვალ  დაბა აგარში, კომპანია „აგარის შაქრის“ თანამშრომლები გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას მართავენ და ქარხნის  ამუშავებას ითხოვენ.

“ქარხნის მფლობელების თქმით, მათ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, უცხოურ დაბალხარისხიან პროდუქციას – ფასების გამო კონკურენციას ვერ უწევს და მთელი დასახლება, რომელიც სწორედ ამ ერთად ერთი ქარხნის მუშაობაზეა ფინანსურად დამოკიდებული, უკიდურესად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა“, – აცხადებენ პროფკავშირებში.

მათივე თქმით, გამაფრთხილებელ აქციას გაფიცვით უერთდება დასახლებაში მდებარე ყველა სავაჭრო და კომერციული ობიექტი. პროფკავშირების თავმჯდომარე ზაზა ალბორიშვილი აცხადებს, რომ პრობლემის მოუგვარებლობა აგარის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პარალიზებას გამოიწვევს.

აქციის მომაწილეები პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფოს ჩართულობას და პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ  „ აგარის შაქარი“ უკვე მეხუთე თვეა გაჩერებული და თანამშრომლებმა იანვარშიც გამართეს აქცია. ქარხანაში 481 თანამშრომელია და მათი უმრავლესობა აგარის მცხოვრებია.

იტვირთბა....