მიწა-კლდის მასის ჩამოწოლის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა შეზღუდულია. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ.
მათი ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 33-ე კმ. მონაკვეთზე დიდი ოდენობით მიწა-კლდის მასა ჩამოწვა, რის გამოც გზაზე შეფერხდა ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება გუდაური-კობის საავტომობილო გზაზე.
“ველოდებით დღის განმავლობაში მოძრაობის აღდგენას“- აცხადებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ტექნიკური მდივანი ნუგზარ გასვიანი.