ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოფელ ციხისძირის მოსახლეობას ორი კვირაა წყალი არ მიეწოდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ციხისძირში ორი კვირაა წყალი არ არის. მოსახლეობა საპროტესტო აქციებს აანონსებს. 40–მდე ადგილობრივმა მცხოვრებმა რუსთავის ციხეებისკენ მიმავალი საავტომობილო გზა გადაკეტა და წყლის აღდგენა მოითხოვა. ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

სოფლის  მკვიდრი, დალი წიკლაური ამბობს, რომ მოსახლეობა მრიცხველით დაკისრებულ წყლის გადასახადს ყოველთვის იხდიდა, თუმცა, როგორც  ეუბნებიან  ციხისძირს აქვს დიდი დავალიანება,  რის გამოც შეწყდა წყლის მიწოდება.

“სოფელი პატარაა და ყველანი აქ ვართ.  იწერება დიდი ვალები ჩვენს სოფელზე. ჩვენ მოსახლეობის მრიცხველიდან ვიხდიდით წყლის გადასახადს, მაგრამ ვალი ამოვიდა 50 ათასამდე. გვეუბნებიან, 48 ათასი ლარი გადაიხადეთ და გამოვუშვებთ წყალსო. გასარკვევია ბევრი დეტალი რადგან  მრიცხველით პატიოსნად ვიხდიდით გადასახადს და საიდან მოვიდა ეს ვალი, არ ვიცით,” – თქვა დალი წიკლაურმა.

სოფელ მთისძირში მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ასევე, ადგილზე არიან გარდაბნის მულიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები.

იტვირთბა....