ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქალაქის გულის” მოვაჭრეების ნაწილი გადასახადებისგან გათავისუფლდნენ

ხანძრის შედეგად დამწვარი სავაჭრო ცენტრ “ქალაქის გულის” ის მოვაჭრეები, რომლებსაც დავალიანება აქვთ, გადასახადებისგან გათავისუფლდებიან, ამის შესახებ ადმინისტრაციას შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

“ტერიტორიაზე მოვაჭრეების შეშვება უკვე დაიწყო. ჩვენ საშუალებას ვაძლევთ, რომ ის მალფუჭებადი პროდუქცია, რომელიც გადარჩენილია, გამოიტანონ მაცივრებიდან და წაიღონ. ასევე, რამდენადაც ვიცი, ზოგიერთ კომპანიას მოლაპარაკება აქვს შემომტან ფირმებთან, რომ საქონელი ჩამოაწერონ, რათა ამ პროდუქციასთან დაკავშირებით დავალიანება არ ჰქონდეთ. გარდა ამისა აქტიურად ვთანამშრომლობთ შემოსავლების სამსახურთან, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ის მოვაჭრეები, რომლებსაც დავალიანება აქვთ, გადასახადებისგან გათავისუფლდებიან,” – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თერგის ბაზრობაზე ხანძარი 27 თებერვალს გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მცირე დაზიანებები მიიღო რამდენიმე ადამიანმა, მათ პირველადი დახმარება ადგილზე გაეწიათ.

იტვირთბა....