ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ოპოზიცია მსჯელობას ითხოვს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო,  ბორჯომში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის შესახებ მსჯელობას მოითხოვს.

ამის პარალელურად კი ბორჯომის საკრებულოსთან კვლავ სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ისინი საკრებულოს თავმჯდომარეს და დეპუტატებს შენობაში არ უშვებენ, მიზეზად კი უსაფრთხოებას ასახელებენ.

საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება” კი საპროტესტო აქციებს აანონსებს.

ბორჯომის საკრებულოში დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, ბოლო შემთხვევა კი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და საკრებულოში მყოფ პირებს შორის იყო.

საკრებულოში სხდომა გუშინ დღისითაც გაიმართა, თუმცა ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირების გამო ხელფასების საკითხი ვერ დაამტკიცეს.

შსს-ს ბორჯომის რაიონულმა სამმართველომ ბორჯომის საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ძიება ძალადობის მუხლით უკვე დაიწყო.

იტვირთბა....