ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სითი პარკი” პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატმა დააჯარიმა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა 2017 წლის ანგარიში წარმოადგინა, სადაც სხვა სამართალდარღვევების ფაქტებთან ერთად, „”სითი პარკი” პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონით დადგენილი პრინციპების დარღვევისთვის დაჯარიმდა.

“2017 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მომართა მოქალაქემ, რომელიც ვებგვერდიდან – www.ct-park.ge მისი დაჯარიმების შესახებ ინფორმაციის წაშლას ითხოვდა.

განმცხადებლის თქმით, კომპანიას საკუთარ ვებგვერდზე სატრანსპორტო საშუალების მფლობელების დაჯარიმების თაობაზე ინფორმაცია იმგვარად ჰქონდა გამოქვეყნებული, რომ ნებისმიერი დაინტერესებული პირი მარტივად დაადგენდა მის სხვა პერსონალურ მონაცემებსაც, მათ შორის, სავარაუდო საცხოვრებლისა და სამუშაო ადგილის მისამართებს. საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ვებგვერდზე www.ct-park.ge ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით და განუსაზღვრელი ვადით განთავსებული იყო ათასობით პირის შესახებ მოცულობითი ინფორმაცია, კერძოდ: საჯარიმო ქვითრისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ფოტო- მასალა, სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, საჯარიმო ქვითრის სტატუსი, სამართალდარღვევის სახე და სხვა.

კომპანიამ ინსპექტორის დავალების საფუძველზე უკვე განსაზღვრა მონაცემების გამოქვეყნების კონკრეტული ვადა და შეზღუდა ვებგვერდზე www.ct-park.ge გამოქვეყნებულ მონაცემებზე წვდომა” – წერია პერსონალურ მონაცემთა დაცვის  ანგარიშში.

იტვირთბა....