ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსი სვეტლანა ნიორაძე, „მეტრონომთან” საუბრისას, აღნიშნავს, რომ საქართველოში არამდგრადი ამინდი ხვალ დილამდე შენარჩუნდება.

„1 მარტს თბილისში  შედარებით მაღალი ტემპერატურა 10 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა. მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლი  და ქარბუქი.

2 მარტის ამინდის პროგნოზის მიხედვით ხვალ, თბილისში  დღის მეორე ნახევრიდან ქარი უნდა გაძლიერდეს ჩრდილო დასავლეთის მიმართულებით, ტემპერატურა კი  9 გრადუსი იქნება  და ამასთან ერთად მოსალოდნელია მცირე წვიმაც.

დღეს და ხვალ თბილისში დაახლობით 10-11 გრადუსია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა სამ მარტს  დასავლეთ საქართველოში მოიმატებს 14-19 გრადუსამდე,   ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 10-15 გრადუსს მიაღწევს“ – განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

იტვირთბა....