ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბორჯომის საკრებულოსთან სპეცრაზმია მობილიზებული

ბორჯომში დილიდან სპეცრაზმია მობილიზებული. ამ დროისთვის უცნობია მათი მობილიზების მიზეზი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობა კი პოლიციის მიერაა გარშემორტყმული. შენობის შიგნით მხოლოდ თანამშრომლების ნაწილი იმყოფება. მოქალაქეებს პოლიცია შენობაში არ უშვებს.

ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი არ აპირებენ სხდომის ოქმს ხელი მოაწერონ, სადაც მთავარი სადაო საკითხია საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის დამტკიცება.

გუშინ, საკრებულოში ფიზიკური  დაპირისპირება მოხდა, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობაში მყოფმა ოპოზიციამ მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის შესახებ საკითხი ჩააგდო.

ამის შემდეგ, გვიან ღამით ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა გაფიცვა და ფართომასშტაბიანი აქციები დააანონსეს.

ბორჯომში იმყოფებიან ,,ნაციონალური მოძრაობისა” და ,,ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები.

 

იტვირთბა....