პარლამენტში “ქართული ოცნების” დახურული სხდომა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, დეპუტატები სხდომაზე სივრცით მოწყობასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი ჯერჯერობით ინიცირებული არ არის და მიმდინარეობს გაცნობითი სახის შეხვედრა.
„პროექტი ინიცირებული ჯერ არ არის. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაა, იდეას ზაზა გაბუნია წარმოადგენს. დეტალები კი ცნობილი კანონპროექტის მომზადების შემდეგ გახდება”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

