ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახი კალაძემ ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული მოზარდები მოინახულა

თბილისის მერმა, ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული მოზარდები ინგოროყვას კლინიკასა და „ამტელ ჰოსპიტალში“ მოინახულა.

კახი კალაძემ ასევე მიუსამძიმრა გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს და აღნიშნა, რომ მომხდარის მიზეზს დაადგენს გამოძიება.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ბავშვების მდგომარეობა უკეთესია, დამაკმაყოფილებელია. ხვალ გაწერენ ალბათ. 2008 წელს ფასადზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაო და მომხდარის მიზეზს გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, დღეს, რამდენიმე საათის წინ ბარათაშვლის ქუჩაზე სახელმწიფო ელექტროსისტემის შენობიდან გადმოვარდნილი შუშის ფილა 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაეცათ. ერთი ბავშვი მძიმეც იყო დაშავებული, ის რამდენიმე წუთის წინ ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმის განმარტებით მას გული რამდენჯერმე გაუჩერდა, რადგან სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები აღენიშნებოდა. დანარჩენი 5 ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, ისინი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებიან.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....