ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რას პირდება ამ ეტაპზე დიდუბის გამგებელი დაზარალებულ მოვაჭრეებს

დიდუბის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი “ტვ პირველის” ეთერში ხანძრის შედეგად დაზარალებულზე საუბრობს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე გარკვეული შეღვათები გაეწევათ მოვაჭრეებს. მაგალითდ, მათ მეპატრონისგან, გარკვეული პერიოდი,  ექნებათ საიჯარო ხელშეკრულებაზე შეღავათი.

“ადმინისტრაცია ინდივიდუალურად გაივლის თითოეულ მოვაჭრესთან და ინდივიდუალურად მოხდება მისი მდგომარეობის ინდეტიფიცირება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იმ ურთიერთობებზე საუბარი, რაც კონკრეტიზაციას ეხება. მე ამ ურთიერთობებზე ჩართული ვიქნები. როგორც კი რამე გამოიკვეთება ინფორმაციას მოგაწვდით.

ამჟამად გამოკვეთილია შემდეგი დეტალები. ამ დამწვარ ადგილას აუცილებლად უნდა აღდგეს იგივე დანიშნულების შენობა და ეს იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენად სწრაფ იმუშავებენ უსაფრთხოების სამსახურის წარმოამდგენლები და კრიმინალისტები. მეორე, მეპატრონე აცხადებს, რომ დიდი ხნის ურთიერთობა აქვს თითოეულ მოვაჭრესთან და ინდივიდუალურად მოხდება თითოეულის საქმის განხილვა, მეპატრონე ამ პასუხისმგებლობას არ გაურბის. მესამე, როგორც კი სამუშაოები დამთავრდება, მეპატრონე ინდივიდუალურად შეიყვანს თითოეულ მოვაჭრეს და ვისი საქონელიც გადარჩა ის ავტომატურად გააგრძელებს სამუშაოს, ხოლო დანარჩენის საქმეები იინდივიდუალურად განიხილება. გარდა ამისა, მეპატრონის მხრიდან, იჯარასთნ დაკავშირებით, საუბარია გარკვეულ საშეღავათო პირობებთან. გარდა ამისა, ამ ადამიანებს ხვალიდანვე შეუძლიათ ალტერნატიულ ფართში დაიწყონ მუშაობა”, – განაცხადა ზავრადაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ ღამით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებულ სავაჭრო ცენტრს ხანძარი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს უფროსის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით მინიმუმ 3 000 კვადრატული მეტრია დამწვარი. ადგილზე 40-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა და ათეულობით მეხანძრე მუშაობდა.

იტვირთბა....