ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი 11 თებერვალს გაიმართება. ინფორმაციას თავად ჰელსინკის კომისია ავრცელებს.
“ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა” – ასე ეწოდება ბრიფინგს, რომელიც თავდაპირველად 28 იანვარს იყო დაგეგმილი, თუმცა ამინდის გამო გადაიდო.
“2024 წლის ოქტომბრის თვითონ “ქართულმა ოცნებამ, საქართველოს მმართველმა პარტიამ, ქვეყანა ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე კრიზისში გადაუშვა, მისი დამოუკიდებლობის შემდეგ. მათ მიიღეს 20-ზე მეტი ახალი კანონი, რომლებიც სახელმწიფოს ძალაუფლებას განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებენ და სასამართლოს წასართმევად. რეპრესიებმა თანაბრად მოიცვა როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ისე ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები” | წერს ჰელსინკის კომისია.

