ახალი ამბები მთავარი

“გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მოჰყვა უამრავი ინტერპრეტაცია, დიასპორის წარმომადგენლებისთვის განვმარტავ, რომ ეს არ ვრცელდება მათ კერძო ფულად გზავნილებზე – ზარქუა

“გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მოჰყვა უამრავი ინტერპრეტაცია, დიასპორის წარმომადგენლებისთვის განვმარტავ, რომ ეს არ ვრცელდება მათ კერძო ფულად გზავნილებზე – ამის შესახებ ირაკლი ზარქუა აცხადებს.

“მათი ყალბი განმარტებების თანახმად, ეს ცვლილებები თითქოსდა ზღუდავს ჩვენი დიასპორელების მიერ ოჯახის წევრებისათვის სოციალური დახმარების სახით ფულადი სახსრების გადმოგზავნას. რეალურად, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები მიზნად ისახავს: უცხოური დაფინანსება და ფულადი გზავნილები არ იქნეს გამოყენებული საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ; უცხოეთიდან მიღებული დაფინანსება იყოს გამჭვირვალე და იხარჯებოდეს კანონმდებლობის შესაბამისად; უცხოური დაფინანსება არ მოხმარდეს უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის ინტერესებს, რაც დააზიანებს საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკას“, – აღნიშნავს ზარქუა.

იტვირთბა....