ახალი ამბები მთავარი სამართალი

“კანონში გავასწორებთ იმ ხარვეზებს, რომლიც მოსამართლეების უვადო დანიშვნას გულისხმობს”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე მოსამართთლეების უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.  გვენეტაძე ამბობს, რომ სასამართლოების სისტემის და სტრატეგიიდან გამომდინარე, რაც მიზნად ისახავს, იუსტიციის საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობას ამ კუთხით, პროცედურების გამჭვირვალობას და საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის შესაბამისი ნორმის გაუმჯობესება იგეგმება და ამ კუთხით გარკვეული ცვლილებები იქნება.

„მე უკვე გავაკეთე განცხადება, რომელიც უკავშირდება იუსტიციის საბჭოს პოლიტიკას სასამართლოების სისტემის და სტრატეგიიდან გამომდინარე, რაც მიზნად ისახავს, იუსტიციის საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობას ამ კუთხით, პროცედურების გამჭვირვალობას და საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის შესაბამისი ნორმის გაუმჯობესებას, რომელიც შეეხება სამწლიანი გამოცდილების ვადით დანიშნული მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკითხს.

ამ საკითხზე მეტი კომენტარი აღარ გაკეთდება. ჩვენ ვიმუშავებთ იმ ფორმატში, რომელიც გამოვაცხადეთ რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით. ეს არის იუსტიციის სამინისტროს, პარლამენტისა და იუსტიციის საბჭოს ერთობლივი ფორმატი, სადაც დონორი ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორიც მიიღებს მონაწილეობას და გავასწორებთ იმ ხარვეზს, რომელიც გააჩნია უვადო გადანიშვნის შესახებ კანონს“, – განაცხადა მან.

იტვირთბა....