ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლომ ყოფილ პოლიციელს ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს ბაგრატ ჯანუაშვილს სასჯელის სახით რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ 1tv წერს.

ყოფილი პოლიციელის დაცვის მხარე აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსამართლე მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს დაეყრდნო, რადგან ადვოკატ ნათია ჩხეტიანის განცხადებით, ბრალდების მხარეს სასამართლოში რეალური მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

ბაგრატ ჯანუაშვილი თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურზე 2017 წლის 2 აგვისტოს დააკავეს. ის სამართალდამცავ სტრუქტურაში 12 წლის განმავლობაში მუშაობდა. დაცვის მხარე მისი დაკავების მიზეზად იმ ფაქტს ასახელებს, რომ ჯანუაშვილმა ძალოვნებთან არ ითანამშრომლა და მათთვის სასურველი პირების წინააღმდეგ ჩვენებები არ მისცა.

ადვოკატი დავის გაგრძელებას სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში გეგმავს.

წყარო: 1tv.ge

იტვირთბა....