“რესპუბლიკური” პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საშიშია, როდესაც ხელისუფლებას ოპოზიციის დახარისხების უფლება ეძლევა.
“იმას კი არ უნდა ვარჩევდეთ, თურმე ვინ როგორია და ვისიანი გამოდის! ხელისუფლებამ რომ ოპოზიციის დახარისხება დაიწყო და ამის უფლებას ვაძლევთ, განვიხილავთ კიდეც, ესაა საგანგაშო, ძალიან საშიში! გამოცდილება მაინც არ გვქონდეს რაა!!!!
“ჩვენ უნდა გავყოთ ოპოზიცია. ერთია მარგინალური, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენს და მეორე “ევროპული საქართველო….”, – წერს სოციალურ ქსელში სამნიძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დესტრუქციულ “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას არ აპირებს. მერის თქმით, ასე გაგრძელდება მანამ, სანამ “ნაციონალები” არ გაერკვევიან იმაში თუ რა უნდათ.
“ჩვენ უნდა გავყოთ ოპოზიცია. ერთია მარგინალური, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენს და მეორე “ევროპული საქართველო”. ჩვენ “ევროპულ საქართველოსთან” ვთანამშრომლობთ იმიტომ, რომ ისინი არიან კონსტრუქციულები. დესტრუციულ, მარგინალურ ძალასთან არ ვაპირებთ არანაირ თანამშრომლობას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, საკრებულოშიც გაკეთდა განცხადებები, ამაზე ვისაუბრე მე და ეს იქნება ასე, სანამ არ დალაგდებიან და გაერკვევიან რა უნდათ“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტების კითხვაზე თბილისში ბიბლიოთეკების შემცირებასთნ დაკავშირებით.