ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სავაჭრო ცენტრ “თერგის“ სახურავზე, სადაც წუხელ ხანძარი იყო, კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა

სავაჭრო ცენტრ “თერგის“ სახურავზე, სადაც წუხელ ხანძარი იყო, კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ტერიტორია ყვითელი ლენტითა და რკინის ჯებირებითაა შემოსაზღვრული.

მოვაჭრეებს ამ ეტაპზე შენობაში შესვლის საშუალება არ ეძლევათ, რადგანაც კვამლის გამო, მათი უსაფრთხოება დაცული არ არის.

შეგახსენებთ, რომ წუხელ ცაბაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობას ხანძარი გაუჩნდა. ტერიტორიის ნაწილი სრულად განადგურებულია. ადგილზე მოვაჭრეებს ამ დრომდე არ უშვებენ.

იტვირთბა....