ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავტოავარია კახეთსა და სამეგრელოში: დაღუპულია სამი ადამიანი

თელავში, მსუბუქი ავტომობილი გაზის გადამტან სატვირთოს შეეჯახა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების განცხადებით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტომობილიდან  მგზავრების ამოყვანა მაშველებმა მხოლოდ სპეციალური ტექნიკის დახმარებით შეძლეს.

ავტოსაგზაო შემთხვევას მოხდა ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც. სოფელ ჯგალში მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. დაღუპულია ორი ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ავტომანქანის მძღოლი სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და დიდი სისწრაფით მოძრაობდა.  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ორივე შემთხვევაზე  გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....