არჩილ ტატუნაშვილის მამამ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. ტატუნაშვილის თქმით, ის და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეთანხმდნენ, რომ ცხედარს კიდევ ორი დღის განმავლობაში დაელოდებიან.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები მცხეთას ტოვებენ.
ტატუნაშვილის ახლობლებსა და თანასოფლელებს მცხეთასთან მდებარე ცენტრალური მაგისტრალი ჰქონდათ გადაკეტილი.
წყარო: “1tv”