დედაქალაქში ტაქსით საქმიანობისთვის ნებართვა ფასიანი იქნება. ნებართვას კონკურსის წესით დედაქალაქის მთავრობა გასცემს.
ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობებს, ნებართვის გაცემის წესს, ნებართვის გაცემის ფასსა და მისი გადახდის წესს დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო გასცემს.
ასევე დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით- ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის განხორციელება სანებართვო პირობების დარღვევით, ან ნებართვის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 200-200 ლარის ოდენობით, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა პაკეტში, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
ცვლილებების ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კახა კუჭავა და ნინო წილოსანი არიან.