ზუგდიდში სოფელ თარგამულაში, გვიან ღამით ხანძარს 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია ცეცხლი ერთსართულიან ფიცრულ სახლში გაჩნდა. შედეგად დამწვარია 120 კვ.მ.-ზე მეტი ფართი. მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა და მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
ცხედარს უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით.