ახალი ამბები მთავარი სამართალი

​რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურთან შავი ზღვა დააბინძურა

ფოთის საქალაქო სასამართლომ, რუსეთის დროოშის ქვეშ მცურავი გემი დააჯარიმა. მიზეზად გემის მიერ  ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვის დაბინძურება სახელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურა. გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა, რასაც დაემატა გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა – 1276 ლარის ოდენობით.

გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს, დაკისრებული საჯარიმო სანქციებისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

იტვირთბა....