ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვარკეთილში მცხოვრებმა 24 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა

ვარკეთილის დასახლებაში მცხოვრებმა 24 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მან გულში დანა დაირტყა და ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. თუმცა ვერსიას არ ეთანხმებიან გარდაცვლილის ნათესავები.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. გარდაცვლილი გურჯაანის სოფელ ვაზისუბნიდან იყო და ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა.

იტვირთბა....