ახალი ამბები მთავარი სამართალი

არჩილ ტატუნაშვილის მამას შვილის ინფარქტით გარდაცვალების არ ჯერა

ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები მის გადმოსვენებას ამ დრომდე ელოდებიან.  ტატუნაშვილის მამის განცხადებით, მას მხოლოდ ციხელაშვილის უწყებიდან ეკონტაქტებიან. ასევე მისი თქმით, ტატუნაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა.

“გული საით ჰქონდა არ იცოდა”, – ამბობს გიორგი ტატუნაშვილი. მას არ სჯერა, რომ მისი შვილი გულის შეტევით დაიღუპა.

რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის სამხედრო წარსულს მამა აცხადებს, რომ იგი მხოლოდ ავღანეთში იბრძოდა.

“ავღანეთში იბრძოდა, ცხინვალში ეგ არ შესულა”, – აღნიშნავს გიორგი ტატუნაშვილი.

ამ დრომდე არჩილ ტატუნაშვილის სახლთან ადგილობრივები არიან შეკრებილი.

ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მედიის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იტვირთბა....