თემქაზე გარდაცვლილი ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ თემქაზე მომხდარი ახალგაზრდა გოგონას მკვლელობისთვის დაკავებულ ლადო გრიგალაშვილს, ოფიციალურად ბრალდება დღეს, 15.00 საათზე წაუყენეს. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ თემქის დასახლებაში, 20 წლის გოგონას დასახიჩრებული სხეული იპოვეს.
დღის ბოლოს შსს-მ გარდაცვლილი გოგონას ყოფილი შეყვარებული დააკავა. შსს -ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში, შურისძიების მოტივით, მეგობარს – 1997 წელს დაბადებულ ა.ნ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”