ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მესტიის მიმართულებით ფრენები განახლდა

მესტია – ნატახტარი – მესტია და მესტია – ქუთაისი – მესტიის მიმართულებით ავიარეისები განახლდა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

ფრენები 1 თებერვალს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ავიარეისების განმახორციელებელ კომპანიას შორის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ შეწყდა.

ფრენები შესრულდება კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას – ინფორმაციას მესტიის მერია აცხადებს.

მესტია – ქუთაისი – მესტიის მიმართულებით ზრდასრულის ავიაბილეთი 40 ლარი ღირს. 3 – დან 12 წლამდე ბავშვის -28 ლარი, 3 წლამდე ბავშვის გადაყვანა უფასოა.

მესტია – ნატახტარი – მესტიის მიმართულებით ზრდასრულის ავიაბილეთის ღირებულება 65 ლარია, 3-დან 12 წლამდე ბავშვების – 45,50 ლარს, ხოლო 3 წლამდე ბავშვების გადაყვანა არის უფასო.

ფრენების განრიგი უკვე ცნობილია და გამოქვეყნებულია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის Facebook-ის გვერდზე.

იტვირთბა....