პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს პროკურატურა ხელახალი ბალესტიკური ექსპერტიზის ჩატარების უფლებას აძლევს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ექსპერტი ავრცელებს.
ზაზა ალთუნაშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყების მიერ იარაღსა და მასრაზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგი ოჯახისთვის არასაკმარისია, რადგან არაერთი კითხვა 26 დეკემბერს მომხდარი მოვლენების აღსადგენად კვლავ პასუხგაუცემელია.
„სხვა კვლევები არის საჭირო, რომ დადგინდეს ის გარემოებები, რამდენად შეესაბამება მოწმეების მიერ აღწერილი გარემოებები, ამ ნივთიერი მტკიცებულებების კვლევის შედეგებს,“-განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტ-კრიმინალისტმა ზაზა ალთუნიშვილმა.