ახალი ამბები მთავარი სამართალი

თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე შსს-მ ბრიფინგი გამართა

თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური ბრიფინგი გამართა. როგორც უწყებაში აცხადებენ დაკავებულია 1997 წელს დაბადებული პირი, რომელმაც დანაშაული შურისძიების მოტივით ჩაიდინა.
შსს–ს ცნობით, დაკავებულს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 თებერვალს, თბილისში, თემქის დასახლებაში შურისძიების მოტივით თავის მეგობარს, 1997 წელს დაბადებულ ა.ნ-ს ცივი იარაღით სხეულის სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცებულებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. შსს აქტიურად განაგრძობს დანაშაულთან ბრძოლას და ამ პროცესში ვიქნებით უკომპრომისო და შაურიგებლები”, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ანა ნაცვლიშვილის ოჯახის თქმით, ის დღეს, გამთენიისას დაახლოებით 5 საათზე სახლიდან გავიდა, მის მობილურზე განხორციელუბული ზარის შემდეგ, რის შემდეგაც ის სახლში აღარ დაბრუნებულა. გამთენიისას მისი ცხედარი, თემქაზე იპოვეს.

იტვირთბა....