ახალი ამბები მთავარი სამართალი

თემქაზე ახალგაზრდა გოგო მოკლეს

შსს-ს ინფორმაციით, თემქაზე ახალგაზრდა ქალის ცხედარია აღმოჩენილი, რომელსაც ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

“დღეს დილით, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, აღმოჩენილ იქნა ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელსაც, პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია – იგი არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით დაიწყო”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....