ნიგერიის შტატ იობეში, ერთ-ერთი სოფლის სკოლიდან ტერორისტების თავდასხმის შემდეგ 90-ზე მეტი მოსწავლე გოგო დაიკარგა. ინფორმაციას the-star -ი ავრცელებს.
ტერორისტები სოფელში სატვირთო ავტომობილებით მივიდნენ და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით იყვნენ შეიარაღებულები. თავდამსხმელები პირდაპირ სკოლისკენ გაემართნენ და ცეცხლი გახსნეს.
სააგენტო “როიტერი” დაკარგული მოსწავლეების მშობლებს და თვითმხილველებს ესაუბრა, ერთმა თვითმხილველმა თქვა, რომ მან დაინახა, როგორ ტიროდნენ გოგოები, ყვიროდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.
ნიგერიის უსაფრთხოების სამსახურში საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია. სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
2014 წელს ქალაქ ჩიბოკიდან ტერორისტებმა 270-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს.