თბილისის საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სამგორის გამგეობის მიერ კორპუსის გალესვის პროცესში მუშების უსაფრთხოების ნორმები დაცული არაა. დეპუტატი სოციალურ ქსელში ამის დამადასტურებელ სურათსაც ავრცელებს.
როგორც “მეტრონომს” “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა განუცხადა, ამ ფონზე კალაძის განცხადებები სასაცილოა.
“ვარკთილი ზემო პლატოს მე – 12 კორპუსში, სამგორის რაიონში მოქმედება გუშინ ხდებოდა ანუ ეს ამბავი გუშინ მოხდა. როდესაც თბილისის მერი კალაძე კვირიკაშვილთნ ერთად აცხადებს, რომ შრომითი უსაფრთხოების ნორმები გამკაცრდება და ა.შ. ამ დროს შუა ვარკეთილში ეს ორი ადამიანი, ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე, აწარმოებენ სამუშაოებს. ეს არის მერიის, გამგეობის მიერ დაფინანსებული სამუშაოებია. კერძო კომპანია კიარ აშენებს, არამედ სამფორის გამგეობის მიერა დაფინანსებულია ეს ყველაფერი.
კალაძე გამოდის და უსაფრთოების დაცვაზე საუბრობს და როგორ იქცევა მისი გამგეობა? უკაცრავად, სასაცილო არაა? კაცი დგას ხის ხარაჩოზე. მას სავარაუდოდ, ღიობების ამოლესვა ევალებოდა, სურათზე ასე ჩანს. მე თუ მომაწოდეს ფოტო თბილისის მერიამ არ იცის? რის გამკაცრებაზე საუბრობენ? არავის აინტერესებს ამ მუშების ბედი, რაზე დგანან კი ხედავთ”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.