საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ხვალ სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებს მოუსმენენ.
დაგეგმილია თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა, რომელიც მედიისთვის დახურული იქნება.
როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის მიერ გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგი. მან კოლეგებს ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება სთხოვა.