ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს მოქალაქეობა ოთხი წლის განმავლობაში 4500 ადამიანს მიენიჭა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა სხდომაზე განაცხადა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საგამონაკლისო წესით, საქართველოს მოქალაქეობა დაახლოებით 4200-4500 ადამიანს მიენიჭა.

წულუკიანის თქმით, 2013 წელს, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა 9626 პირს მიანიჭა, რომელთა შორის მეტი თურქეთის მოქალაქე იყო.

მინისტრის განცხადებით, სააკაშვილმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობა იუსტიციის სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურების გვერდის ავლით მიანიჭა, რის გამოც ეს მონაცემები ანალიზის გაკეთებისთვის არ გამოდგება.

იტვირთბა....