ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ქალბატონო ანა, თქვენი ქცევა აკონტროლეთ”: დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე(ვიდეო)

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. საბჭოს მოსამართლე წევრები კვლავ ანა დოლიძეს უპირისპირდებიან და ამბობენ, რომ დოლიძე შეურაცხყოფას აყენებს საბჭოსა და საბჭოს წევრებს. თავად დოლიძე კი აცხადებს, რომ ის მხოლოდ იმ ხარვეზებს ამხელს, რაც საბჭოში არსებობს.

,,უზრდელობაა, როცა ციხის საკანსა და კრიმინალების საკანს ადარებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და კრიმინალებს ადარებს საბჭოს წევრებს. ქალბატონო ანა, საკუთარ ზრდილობას დააკვირდით, როდესაც ნარჩენებს ეძახდით მოსამართლეებს, ამასთან დაკავშირებით უფრო დაფიქრდით, ვიდრე ის, რომ თქვენ მუდმივად დემაგოგიას ეწევით და ამას შეგახსენებენ“-მიმართა დოლიძეს საბჭოს მოსამართლე წევრმა ლევან თევზაძემ.
დოლიძის თქმით კი, მისი მიზანი მხოლოდ საბჭოს საჯაროობისა და გამჭვირვალობის გაზრდა, ასევე მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებაა.

,,მე ვფიქრობ, რომ საბჭოს მიერ საკუთარი ფუნქციის ადეკვატურად შესრულება ეს არ არის, თუ ასე გსურთ ჩემი საჯარო განცხადებების განხილვა მე ამას მხოლოდ მივესალმები. გთხოვთ ეს უნდა დაფიქსირდეს დღის წესრიგში და სხდომებზე ვიმსჯელოთ ხოლმე,“-მიმართა დოლიძემ საბჭოს წევრებს.

იტვირთბა....