იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა საბჭოს არმოსამართლე წევრის ანა დოლიძის მიმართ განაცხადა, რომ ჰოლანდიაში რეგისტრირებულმა რუსულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ”რუსული მართლმსაჯულების ინიციატივა” ანა დოლიძე დაიქირავა იმისთვის, რომ მონაცემები შეეკრიბა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ოღონდ მხოლოდ იმ კუთხით, რაც იქნებოდა მაკომპრომეტირებელი საქართველოს და ქართველი მეომრების, თითქოს მათ ჩაიდინეს დანაშული კაცობრიობის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებების და სხვა მასობრივი დარღვევების თაობაზე,
დიმიტრი გვრიტიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი მორალის ადამიანები იუსტიციის საბჭოში არ უნდა იყვნენ და მნშვნელოვან გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდნენ.
”ანა დოლიძე საამაყოდ მიიჩნევს 2008 წლის ომის პერიოდში ქართველი ჯარისკაცების მაკომპრომენტირებელი მასალების შეგროვებას იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი ყოფილიყო საჩივრები ევროპულ სასამართლოში და პირიქით, იაფფასიანად მიიჩნევს პატრიოტულ გრძნობებს ადამიანში და სამშობლოს ინტერესების დაცვას. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვიჩნდება კითხვა, ამგვარი მორალის ადამიანი რატომ უნდა იყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და მონაწილეობას იღებდეს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც საბჭოს კომპეტენციაშია, თუნდაც მოსამართლეების დანიშვნა? საჩივრები შეტანილია სტრასბურგის სასამართლოში და არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ქალბატონი ანა განმარტავდა, თითქოს ეს იყო საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებები, რომლითაც დასტურდება, რომ ზუსტადაც ქართველი მეომრების მიერ ჩადენილი ქმედებები იყო უარყოფითი კონტექსტით”, – განაცხადა გვრიტიშვილმა.
დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, არსებობს დოკუმენტაცია, ინტერვიუები, ჩანაწერები, რომლიდანაც ერთობლივი ანალიზის შედეგად შეიძლება დასკნა გაკეთდეს, თუმცა, დიმიტრი გვრიტიშვილს მედიის წარმომადგენლებისთვის კონკრეტული დოკუმენტაცია არ წარუდგენია.