ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დღეს, პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით, კიევში აქცია გაიმართება

დღეს, კიევში მიხეილ სააკაშვილის მომხრეები საპროტესტო აქციას მართავენ. აქტივისტები პეტრე პოროშენკოს გადადგომას ითხოვენ.

რუსული მედიის ცნობით, აქტივისტები  დამოუკიდებლობის მოედანზე შეიკრიბებიან და 2014 წლის მოვლენების მონაწილეებს მიაგებენ პატივს.

სააკაშვილის მომხრეთა მარში საქართველოს მესამე პრეზიდენტის გარეშე ჩაივლის, როგორც ცნობილია იგი ამ დრომდე მიუნხენში იმყოფება.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს, კიევში, რესტორან “სულგუნში” უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა და პოლონეთში გაამგზავრა, თუმცა მალევე მას ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლემა მისცეს.

იტვირთბა....