გორის რაიონში CO-თი ბებია და შვილიშვილი მოიწამლნენ. ისინი გორის სამედიცინო ცენტრ ,”გორმედში” გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
59 წლის ბებია და 15 წლის შვილიშვილი მარტო იმყოფებოდნენ, ისინი მეზობელმა ნახა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა.