ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელმა ნინო ჯანგირაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე შეხვედრის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ პარლამენტის დავმჯდომარემ წინა შეხვედრაზე სარეკლამო ბაზართან დაკავშირებით არასწორი მონაცემები წარმოადგინა, ასევე ჯანგირაშვვილმა აღნიშნა, რომ თავმჯდომარე ცდილობდა დეპუტატებზე ზეწოლა მოეხდინა.
„პარლამენტის თავმჯდომარემ სათქმელი არ მათქმევინა. საუბარი ორი წინადადების შემდეგ გამაწყვეტინა და აზრის დასრულების საშუალება არ მომცა. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ – კაცმა ათი-თხუთმეტი წუთი მეძახა, რომ ვატყუებ! სინამდვილეში ჩვენ მოვიტანეთ ციფრები, რომლითაც ვადასტურებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ სარეკლამო ბაზართან დაკავშირებით წინა შეხვედრაზე არასწორი მონაცემები წარმოადგინა. მან თქვა, რომ სარეკლამო ბაზარი ბოლო წლებში იზრდებოდა. ჩვენ მოვიტანეთ მონაცემები, რომ ბაზარი 2014 წლიდან იკლებს, ხოლო მანამდე იყო მზარდი. ამაზე მეცა, გამაჩუმა, არ მალაპარაკა და თვითონვე თქვა, რომ ბაზარი 2013 წლამდე იყო მზარდი. ჩანს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არის ამ კანონის ლობისტი. კენჭისყრის დროს დეპუტატებზე ახდენდა ზეწოლას, მან დეპუტატებს ჩატში ჩაუყარა მოწოდებები, რომ ხმა მიეცათ ამ კანონისათვის“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ჯანგირაშვილმა.
ცნობისთვის, ჯანგირაშვილმა ირაკლი კობახიძესა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედა პროტესტის ნიშნად დატოვა.